საზოგადოება

საღამო მუზეუმში. კიმ კარდაშიანს ლუვრში კერძო ექსკურსია მოუწყეს

კარდაშიანების ოჯახს, რა თქმა უნდა, დიდხანს ემახსოვრება პარიზში გამართული მოდის კვირეული. ჯერ ერთი, კიმი პოდიუმზე პირველად გაიარა Balenciaga-ს ჩვენებაზე. მისმა ქალიშვილმა, ნორ უესტმა, ჟან პოლ გოტიეს შოუს დროს ხელში ფურცელი აიღო წარწერით „Stop“. ამ გზით მან ფოტოგრაფებს განუცხადა, რომ დროა შეწყვიტონ მისი გადაღება და ყურადღება მიაქციონ მოდელებს.

კარდაშიანმა კულტურული პროგრამის დასრულება ლუვრში გადაწყვიტა. ცნობილი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენლებს რიგში დგომა არ მოუწიათ. მათთვის მოეწყო კერძო ექსკურსია. კიმს, ნორტს და კრისს საშუალება ჰქონდათ ენახათ მონა ლიზა და სხვა შედევრები ისე, რომ მათთვის სურათების გადაღებით ხელი არ შეეშალათ ცნობისმოყვარე მნახველებს .

ნახეთ მეტი
Back to top button