ეკონომიკა

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. წერს interpressnews.ge

„აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 76 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.000 პროცენტით, მაქსიმალური 10.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.082 პროცენტით განისაზღვრა“, – ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნახეთ მეტი
Back to top button