საზოგადოება

STARMUS, სომხეთში სამეცნიერო ტურიზმის განვითარების ახალი შესაძლებლობა. რას შეუძლია ტურისტების მოზიდვა

5-10 სექტემბერს სომხეთში გასამართი საერთაშორისო STARMUS VI ფესტივალი კარგი შესაძლებლობაა ქვეყანაში სამეცნიერო ტურიზმის პოპულარიზაციისთვის. საინტერესო საველე დისკუსიებიდან კონცერტებამდე ცნობილი მუსიკოსების მონაწილეობით, Star party (ვარსკვლავური წვეულება). ამ ყველაფერს შეუძლია უცხოელი ტურისტების ჩამოყვანა სომხეთში.

“არმენპრესის” ინფორმაციით, ფესტივალის თანადამფუძნებელმა გარიკ ისრაელიანმა პირადად წარუდგინა ის შესაძლებლობები, რასაც ფესტივალი შესთავაზებს სომხეთის ტურისტულ კომპანიებს. შეხვედრას ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე სისიან პოღოსიანიც ესწრებოდა.

„ფესტივალის მთავარი ამოცანაა მეცნიერების კომუნიკაცია, რათა მეცნიერება ხალხამდე მივიტანოთ“, – განაცხადა ისრაელიანმა.

მეცნიერების ფესტივალმა განსაკუთრებით შთამბეჭდავი შედეგები მოიტანა ნორვეგიაში და უამრავი ადამიანი მოიცვა.

„სომხეთში ბევრი ახალგაზრდა და სკოლის მოსწავლეა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ტექნოლოგიებით და მეცნიერებით. და ფესტივალი უპირველეს ყოვლისა მათთვის, მათი ჩართვისთვისაა. ქვეყანაში ფესტივალის გამართვის მეორე მიზეზი სომხეთის იმიჯის გაუმჯობესებაა. ჩვენ გვსურს სტრატეგიული საქმეები გავაკეთოთ ქვეყნისთვის“, – განაცხადა ისრაელიანმა.

მან შენიშნა, რომ სომხეთში არის საფუძველი. ქვეყანას ოდესღაც ძალიან კარგი მეცნიერება და ტექნოლოგიები ჰქონდა, მაგრამ მსოფლიომ ამის შესახებ არ იცის. ახლა მიზანია ფესტივალით სომხეთში არა მარტო მეცნიერების ჩამოყვანა, არამედ ტურისტული ნაკადის გაზრდა.

ისრაელიანი დარწმუნებულია, რომ სომხეთში ჩამოსული ტურისტები შესაძლოა დაინტერესდნენ ამ სამეცნიერო ფესტივალით, რომლის ფარგლებშიც სომხეთში ბევრი ცნობილი მუსიკოსი, მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატიც ჩამოვა და გაიმართება Star party (ვარსკვლავური წვეულება).

 ვარსკვლავური წვეულებები მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. სომხეთში ფესტივალის ფარგლებში ის გარნიში, ღია ცის ქვეშ გაიმართება. 22:00 საათის შემდეგ იქნება ტელესკოპები, ცოცხალი მუსიკა, კოქტეილები გვიან ღამემდე.

„სომხეთი ტურისტებს ძირითადად იზიდავს  მონასტრებით, სიძველეებით და ისტორიით. ახლა შევეცადოთ მოვიზიდოთ ის ხალხი, ვინც დაინტერესებულია ამ ფესტივალით“, – განაცხადა ისრაელიანმა. ამ კონტექსტში სომხეთში ტურისტების მოზიდვა შეუძლია ობსერვატორიას, ქარაჰუნჯს და სხვა ბევრ ადგილსაც.

ტუროპერატორებს ფესტივალის სრული დღის წესრიგი, ღონისძიებები და ბილეთების ფასები წარუდგინეს. ტუროპერატორებმა STARMUS მიიჩნიეს ძალიან კარგ შესაძლებლობად ახალი ტურისტული პროდუქტის შესაქმნელად. მათი თქმით, ამ ფესტივალს შეუძლია სომხეთში ტურისტების მოზიდვა და ჩამოყვანა განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან – საქართველოდან, ირანიდან, ასევე შეუძლია უზრუნველყოს ნაკადები რუსეთიდან, ყაზახეთიდან, რატომაც არა ევროპის ქვეყნებიდანაც.

ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა: „ფაქტობრივად, ეს ფესტივალი შექმნის ძალიან დიდ შესაძლებლობას. ჩვენი სომხური ტურის პროდუქტი ძირითადად ისტორიულ-კულტურულ სფეროში იყო და ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენთვის შევქმნათ შეთავაზება, პროდუქტი სამეცნიერო ტურისტული თვალსაზრისით. ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რადგან ძალიან ცოტა ქვეყანას შეუძლია რაიმე შესთავაზოს სამეცნიერო ტურიზმის კუთხით“. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ცალკე პროდუქტის შექმნაზე, რაც ფესტივალში მონაწილეობას გულისხმობს. ტუროპერატორები ამ მიმართულებით თავიანთ პარტნიორ ტურისტულ კომპანიებთან ერთად აპირებენ მუშაობას სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა წარმოადგინონ ეს ახალი შესაძლებლობაც.

ნახეთ მეტი
Back to top button