საზოგადოება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახი მორიგ სკანდალშია. ალიევის და საფრანგეთში ძვირადღირებულ სახლებს ფლობს

ცნობილი გახდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოჯახის წევრების მორიგ კორუფციულ სკანდალში ჩართვის შესახებ. Jamnews-ის ცნობით, ფრანგმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დის, სევილ ალიევას მიერ სულ მცირე 52 მილიონი ევროს ღირებულების ძვირადღირებული უძრავი ქონების შეძენის მტკიცებულება. შესყიდვები განხორციელდა 1999 წლიდან 2008 წლამდე. აღნიშნულია, რომ სევილ ალიევა ასევე ფლობს რამდენიმე სახლს ლონდონის ერთ-ერთ უმდიდრეს უბანში.

 ფრანგული ჟურნალი L’Obs –მა  გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ძვირადღირებული უძრავი ქონება. როგორ იზიდავს საფრანგეთი მსოფლიოდან საეჭვო ფულს“, სადაც აღნიშნულია, რომ 60-ზე მეტი უცხოელი მოღვაწე, სახელმწიფოს ხელმძღვანელი, მინისტრი თუ საეჭვო წარსულის მქონე ბიზნესმენი საფრანგეთში ასობით მილიონი ევროს ინვესტიციას ახორციელებს მდიდრული ასობნიაკების ან ბინებინების შესაძენად.

როგორც ფრანგული საინფორმაციო სააგენტო წერს, სენ-ტროპეში მდებარე ეს ძვირადღირებული ასობნიაკები მხოლოდ სევილ ალიევას სიმდიდრის ნაწილია საფრანგეთში. 2005 წელს ალიევამ იყიდა კიდევ ერთი ასობნიაკი პარიზის მე-16 კვარტალში დახურული აუზით. ტრანზაქციის თანხა 11,5 მილიონი ევროა. ფრანგი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ სევილ ალიევა ასევე ფლობს 4 ბინას ელისეის მინდვრებთან, რომელთა საერთო ღირებულება 14 მილიონ ევროზე მეტია.

 „სევილ ალიევა აცხადებს თავს კომპოზიტორად, რომელმაც დაახლოებით ათი წლის წინ გამოუშვა ორი დისკი, მაგრამ ისინი აღარ იყიდება. სხვა დოკუმენტებში ის აცხადებდა, რომ “პროფესიის გარეშეა”. საიდან გაჩნდა მინიმუმ 52 მილიონი ევრო, რომელიც სევილ ალიევამ საფრანგეთში უძრავ ქონებაში ჩადო? ამის გაგება შეუძლებელია. ჩვენ დავუკავშირდით, მაგრამ აზერბაიჯანის პრეზიდენტის დამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა“, – წერს მედია. აზერბაიჯანის ექსპრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ერთადერთი ქალიშვილი ასევე ხელმძღვანელობს აზერბაიჯანულ ტელარხს Space. სხვადასხვა ინფორმაციით, სევილ ალიევა ძირითადად ლონდონში ცხოვრობს.

ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button