პოლიტიკა

ბაიდენმა სომხეთში აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატურა სენატის დასამტკიცებლად წარადგინა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სენატს წარუდგინა უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩის კრისტინა ქუინის კანდიდატურა სომხეთში ახალი ელჩის რანგში. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იტყობინება.

სენატის შესაბამისმა კომიტეტმა უნდა დანიშნოს ელჩის  მოსმენის თარიღი, რათა მან პასუხი გასცეს კანონმდებლების კითხვებს. ამის შემდეგ რამდენიმე ხნის შემდეგ ზედა პალატაში კენჭისყრა გაიმართება სომხეთში აშშ-ის ელჩის პოსტზე მისი კანდიდატურის დასადასტურებლად.

2019 წლიდან უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობას კრისტინა ქუინი ასრულებდა. 2016 წლიდან 2019 წლის აპრილამდე ეკავა პარიზში აშშ-ის ელჩის მოადგილის თანამდებობა, იყო  საელჩოს ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველი.

დიპლომატიური სამსახურის განმავლობაში მას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში ტაილანდში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირში, რუსეთსა და ფილიპინებში. ქუინი ასევე იყო აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროკავშირის, უკრაინისა და ბელორუსიის საქმეთა ხელმზღვანელი.

კალიფორნიაში დაბადებულ დიპლომატს აქვს ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში და მაგისტრის ხარისხი სტრატეგიულ კვლევებში.

ნახეთ მეტი
Back to top button