საზოგადოება
იგეგმება ეროვნული გვარდიის შექმნა
შსს-ს შექმნის შესახებ საპარლამენტო მოსმენების დროს, სრ პოლიციის უფროსის მოადგილემ, არა ფიდანიანმა განაცხადა, რომ პოლიციის რეორგანიზაცია პოლიციის პრიორიტეტად ითვლება.
მისი თქმით „დაწყებული რეფორმებით პოლიციის ძალების და მთავარი სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ბაზაზე იგეგმება ეროვნული გვარდიის, როგორც პოლიციის მთავარი პროფესიული სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება, რომლის საქმიანობაც აღარ დარეგულირდება სამხედრო და შეიარაღებული ძალების კანონმდებლობით. ჩვენი გაგებით, იგეგმება ეროვნული გვარდიის ნაწილების შექმნა ზოგიერთ რეგიონშიც“.
არა ფიდანიანმა ხაზი გაუსვა პოლიციელების ხელფასების გაზრდას და სოციალური გარანტიების გაფართოებას სამსახურის მიმზიდველობის უზრუნველსაყოფად და სისტემის კორუფციული რისკებისგან თავის დასაცავად.