საზოგადოება

მოსკოვში ალიევის დის ბინას ცეცხლი გაუჩნდა

მოსკოვის ცენტრში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დის, სევილ ალიევას ბინაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ იუწყება REN TV.

ამბობენ, რომ სევილ ალიევა ილჰამ ალიევის უფროსი დაა. სევილ ალიევა აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ერთადერთი ქალიშვილია, ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და, ის 1955 წელს ბაქოში დაიბადა.

ის კომპოზიტორია, აზერბაიჯანული ტელეარხის Space  ხელმძღვანელია. ეს ერთადერთი კომპანიაა აზერბაიჯანში, რომელიც სევილ ალიევას სახელს უკავშირდება. ცხოვრობს ლონდონში.

ნახეთ მეტი
Back to top button