მთავარიპოლიტიკა

ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებას

,,ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე სომხეთისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების სატელეფონო საუბრისა და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე დიალოგის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს “სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებას”. ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური. „აშშ მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებას, რაც დადებითად იმოქმედებს მთელ რეგიონზე. სომხურ-თურქულ დიალოგს აქვს პოტენციალი გაზარდოს რეგიონული სტაბილურობა, შეზღუდოს უარყოფითი ზემოქმედება და გამოიწვიოს უფრო დიდი ეკონომიკური განვითარება, რაც ყველასთვის სასარგებლოა. დღეს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე. შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვან დიალოგს ისე, როგოსაც ორივე მხარე მიზანშეწონილად ჩათვლის“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button