საზოგადოება

შვეიცარია საქართველოს ნარჩენების მართვაში დაეხმარება

,,სპუტნიკი საქართველო” წერს, რომ ნარჩენების მართვისა და უტილიზაციის საკითხის გადაჭრისთვის შვეიცარია საქართველოში ექსპერტებს გამოაგზავნის, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბერნში ვიზიტის შეჯამებისას.„სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი გამოცდილება არ გვაქვს, ამიტომაც პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია შვეიცარიელი ექსპერტების ჩართვა“, – განაცხადა კალაძემ.მისი თქმით, აღნიშნული საკითხის გადაჭრაში საქართველოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ეხმარება და საერთაშორისო დაფინანსების ფარგლებში თანამედროვე ქარხანა აშენდება.

„ეს არ არის იაფი პროექტი, მაგრამ მისი განხორციელება აუცილებელია, რადგანაც ჩვენ ამ დრომდე ხდება ნარჩენების მიწაში ჩამარხვა – ეს წარსულია. ეს ყველასთვის პრობლემაა – სუნი, დეზინფექცია. ეს არის პრობლემა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.გარდა ამისა, კალაძის თქმით, თბილისისთვის საინტერესოა ბერნის ხელისუფლების გამოცდილება მიწისქვეშა სადგურებისა და ძველ თბილისში გზების, ასევე გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის კუთხით, რომელიც უზრუნველყოფს მდინარეებში სამრეწველო ნარჩენი წყლების მიღებასა და გაწმენდას.„ყველა თანამედროვე ქალაქის შეფასების კრიტერიუმია ის, თუ როგორ ამუშავებენ ისინი ნარჩენებს და შემდეგ როგორ იყენებენ მათ“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.კალაძე ბერნში ოფიციალური ვიზიტით 11 ივლისს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებშიც ხელი მოეწერა თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ურბანული განვითარების, ტრანსპორტისა დასაზოგადოებრივიუსაფრთხოების დარგებში თანამშრომლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button