კულტურამთავარი

STARMUS Day ლორის COAF SMART ცენტრში

11 ივლისს, KOAF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კორიუნ ხაჩატურიანმა და STARMUS-ის დამფუძნებელმა დირექტორმა გარიკ ისრაელიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთდახმარების მემორანდუმს, რომლის მთავარი მიზანია 10 სექტემბერს STARMUS დღის გამართვა ლორის KOAF SMART ცენტრში, რითაც მე-6 საერთაშორისო STARMUS Science and Art. ფესტივალი ხელმისაწვდომი იქნება ერევნის ფარგლებს გარეთაც,  ლორის რეგიონში.

საერთაშორისო ფესტივალი STARMUS-ი  2011 წელს დააარსა ასტროფიზიკოსმა გარიკ ისრაელიანმა და ლეგენდარული Queen ბენდის გიტარისტმა   ბრაიან მეიმ.  წლების განმავლობაში ფესტივალი იყო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მეცნიერებსა და ხელოვანებს, რათა ახალგაზრდებს ახალი თვალით დაანახოს მეცნიერული სამყარო.

„STARMUS VI. მე-6 ყოველწლიური ფესტივალი სახელწოდებით „50 წელი მარსზე“ სომხეთში 5-10 სექტემბერს გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button