პოლიტიკა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო დამატება აზერბაიჯანის ომის დანაშაულების თობაზე მოხსენების წარდგენის შესახებ

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ეროვნული უსაფრთხოების ასიგნინების აქტში დამატება 2023 ფისკალური წლისთვის, რომელიც ეხება აზერბაიჯანის ომის დანაშაულების შესახებ მოხსენების წარდგენას.  ამის შესახებ იტყობინება  ორგანიზაცია  „ჰაი დატ“-ის ამერიკის კომიტეტი.

დამატების ავტორები იყვნენ კონგრესმენები ტონი კარდენასი და ბრედ შერმანი.

დამატება, რომელიც  121 ნომრად შევიდა, კონკრეტულად მოითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტისა  და თავდაცვის დეპარტამენტისაგან  წარადგინონ ანგარიში, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, აზერბაიჯანის მიერ 2020 წელს სომხეთისა და არცახის წინააღმდეგ გამოყენებული თურქულ  დრონები შეიცავდნენ თუ არა ამერიკული წარმოების დეტალებს.  გარდა ამისა, ანგარიშში უნდა იყოს წარმოდგენილი ინფორმაცია თეთრი ფოსფორის, კასეტური ბომბების, სხვა აკრძალული იარაღის და დაქირავებულთა გამოყენების შესახებ.

ეროვნული უსაფრთხოების ასიგნებების აქტში წარდგენილი სხვა პროსომხური შესწორებები განიხილება 14 ივლისს.

ნახეთ მეტი
Back to top button