პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კრემლი ომის დასრულებას არ აპირებს

 რუსეთი აპირებს გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ „საკუთარი მიზნების რეალიზებამდე“. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ხუთშაბათს, 14 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იუწყება Glavred. ზახაროვას თქმით, აშშ და კიევის სხვა მოკავშირეები ვერ მოახერხებენ უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას. „რაც არ უნდა შეეცადონ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გააუმჯობესონ კიევის რეჟიმის საბრძოლო შესაძლებლობები, როგორც რუსეთის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რუსეთის მიერ განხორციელებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გაგრძელდება და ყველა მიზანი და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ დასახული ამოცანები შესრულდება, – აცხადებს ოფიციალური პირი. რა კონკრეტულ მიზნებზეა საუბარი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს არ განუმარტავს. მოსკოვის რეჟიმმა ისინი უკვე რადიკალურად შეცვალა არაერთხელ უკრაინის ომის მთელი კურსის განმავლობაში.

ნახეთ მეტი
Back to top button