მთავარიპოლიტიკა

სომხეთი მზადაა ხვალვე  ღია საზღვრები და დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდეს თურქეთთან: რუბინიანი

სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების დარეგულირების მოლაპარაკებების რთულ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი შეთანხმებების სწრაფი განხორციელებაა.  [“Azatutyun”](https://www.azatutyun.am/a/31939819.html…) ამის შესახებ  განაცხადა   სომხეთის  პარლამენტის ვიცე სპიკერმა, თურქეთ-სომხეთის მოლაპარაკებებში სპეციალურმა წარმომადგენელმა   რუბენ  რუბინიანმა  „ტავისუფლების“ ეთერში გამოსვლისას შეეხო რა  სომხურ-თურქულ მოლაპარაკებებს, მიღწეულ შეთანხმებებს და ფაშინიან-ერდოღან სატელეფონო საუბარს.   

რუბინიანის თქმით, თუ მიღწეული შეთანხმებები სწრაფად განხორციელდება, ეს დიდად უწყობს ხელს ნდობის განმტკიცებას, თუ არ განხორციელდება, პირიქით, ძირს გამოუთხრის  ამ ნდობას.

რუბინიანმა აღნიშნა, რომ მასსა და თურქეთის სპეციალურ წარმომადგენელს შორის გამართულ ბოლო შეხვედრაზე შესაძლებელი გახდა ამ საკითხზე კონკრეტული შეთანხმებების მიღწევა, ანუ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს შესაძლებლობა შეექმნებათ სახმელეთო საზღვრის გადაკვეთისა და პირდაპირი საჰაერო ტვირთის გადაზიდვების განხორციელებისა.

„შეთანხმება ფიქსირდება პოლიტიკურ დონეზე, ახლა ორივე მხრიდან ტექნიკურ დეტალებზე შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებმა უნდა იმუშაონ.

რაც შეეხება ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო ზარს, ეს ნიშნავს, რომ დიდი ხნის შესვენების შემდეგ, სომხეთისა და თურქეთის ლიდერებმა სატელეფონო ზარი განაახლეს და განიხილეს ის, რაც განცხადებაშია აღნიშნული, ანუ განიხილეს საერთო მოგვარების პროცესი“, – განაცხადა რუბინიანმა და დასძინა, რომ სომხეთისა და თურქეთის ლიდერების შეხვედრა ამ დროისთვის არ იგეგმება.

რუბენ რუბინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესის წარმატება დამოკიდებულია თურქეთის კონსტრუქციულობასა და პოლიტიკურ ნებაზე.

„სომხეთი მზადაა ჰქონდეს ღია საზღვრები თურქეთთან და ხვალვე დაამყაროს მასტან დიპლომატიური ურთიერთობა. თუ ეს ხვალ არ მოხდება და თუ სომხეთი მზად არის ამისთვის, ეს ნიშნავს, რომ მისი განხორციელება ამ მომენტში თურქეთის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რადგან სომხეთს აშკარად აქვს ეს პოლიტიკური ნება“, – დაასკვნა რუბენ რუბინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button