მთავარიპოლიტიკა

თეირანი და ბრიუსელი, ერთდროულად ბაქოსა და ერევანში. რა განიხილეს ალი შამხანთან და ტოივო კლაართან?

ირანი არ არის შეზღუდული  აზერბაიჯანთან ყოვლისმომცველი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით, განაცხადა ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი შამხანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე. მან ხაზი გაუსვა ირანის გადაწყვეტილებას, ებრძოლოს იმ აქტორებს, რომლებიც ცდილობენ გააფუჭონ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ზოგიერთმა  ელემენტებმა  ორი ქვეყნის ურთიერთობებს ზიანი მიაყენონ- თავის მხრივ აღნიშნა შამხანმა.

ვინ არიან ეს „ზოგიერთი ელემენტები“ ? ირანოლოგ ვარდან ვოსკანიანის თქმით, ირანმა არაერთხელ გააფრთხილა აზერბაიჯანი, რომ შეშფოთებულია ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ისრაელის და ტერორისტული ელემენტების შესაძლო არსებობით.

„ნიშანდობლივია, რომ გაზეთმა Keyhan-მა, რომელიც ირანის სულიერი ლიდერის აზრს გამოხატავს, გამოაქვეყნა ძალიან სერიოზული და მკაცრი სტატია, რომლის მიზანი იყო ის, რომ ისრაელის მხარე ცდილობს აზერბაიჯანი აქციოს ანტიირანული მოქმედებების პლატფორმად. ეს ექსპერიმენტი წარმატებით დაგვირგვინდა და აზერბაიჯანი ანტიირანული ოპერაციების პლაცდარმი გახდა როგორც ისრაელის და თურქული მხარისთვის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ექსტრემისტი ტერორისტებისთვის. შესაბამისად, აშკარაა, რომ ირანული მხარე შეშფოთებას პირდაპირ ბაქოს უცხადებს“.

ალი შამხანი აზერბაიჯანში ვიზიტამდე ერევანში უშიშროების საბჭოს მდივნის არმენ გრიგორიანის მიწვევით იმყოფებოდა ერევანში.  უშიშროების საბჭოს მდივანმა წარმოადგინა სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოწესრიგების პროცესი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პროცესში არც ერთი საკითხი არ განიხილება დერეფნული ლოგიკით. ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალი შამხანმა აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულის კონტექსტში დაცული უნდა იყოს სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპები. ირანელი ექსპერტის თქმით, ეს იყო მესიჯი ბაქოს დიქტატორისთვის, რომელსაც სომხეთთან დაკავშირებით  ტერიტორიული ამბიციები აქვს.„კერძოდ, საუბარია „ზანგეზურიანის დერეფანზე“. ერევანში ირანულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ამ გარემოებაზე, რაც მისთვის წითელი ხაზია. მეორე მხრივ, ბაქოში ილჰამ ალიევის რეჟიმისადმი მიცემული გაფრთხილება ირანის პოზიციას აჩვენებს. ირანელები ყველა ვითარებაში იმუშავებენ როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან, რადგან ისინი თავს რეგიონულ ზესახელმწიფოდ თვლიან“.

პარალელურად ბაქოში იმყოფებოდა ტოივო კლაარი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში. გუშინ ის ერევანში ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა მიიღო, შემდეგ კლაარი პრემიერ-მინისტრ ფაშინიანსაც შეხვდა. ტოვიო კლაარი ტვიტერზე წერს, რომ  ფაშინიანთან შეხვედრა ეფექტურად წარიმართა, რომ ვიცე-პრემიერთან განიხილეს განბლოკვისა  და სასაზღვრო კომისიების მუშაობა.

ნახეთ მეტი
Back to top button