“მსოფლიო საბოლოოდ გაიგებს რეალურ ფაქტებს და სიტუაციას” – მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
,,ამბები.გე” წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფო 2008 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაარჩინა.
სააკაშვილის თქმით, რომ არა მე-6 ფლოტი და ჰუმანიტარული სამხედრო ოპერაცია, დღეს საქართველო აღარ იარსებებდა.
“როდესაც ამერიკაზე ვსაუბრობთ, ნუ გვავიწყდება, რომ 2008 წელს სწორედ ამერიკამ შეაჩერა ომი და გადაარჩინა საქართველოს სახელმწიფო. რომ არა მე-6 ფლოტი და ჰუმანიტარული სამხედრო ოპერაცია, დღეს საქართველო აღარ იარსებებდა.
გარდა ამისა, ჯო ბაიდენის ინიციატივით, მაშინ გამოიყო 1 მლრდ დოლარი, რითაც გადარჩა ქართული ეკონომიკა”,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდზე.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილი მიესალმება მის საქმეში ამერიკელი ექსპერტების ჩართვას და აცხადებს, რომ მსოფლიო გაიგებს რეალურ ფაქტებს.
“მივესალმები, რომ ჩემს სასამართლო საქმეში ჩაერთნენ ძალიან ავტორიტეტული ამერიკელი სასამართლო და სამედიცინო ექსპერტები. რაც არ უნდა დაადგინოს სასამართლომ, მსოფლიო საბოლოოდ გაიგებს რეალურ ფაქტებს და სიტუაციას”, – წერს მიხეილ სააკაშვლი სოციალურ ქსელში.