მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა და მიხაილ მიშუსტინმა განიხილეს სომხეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის საკითხები

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ფედერაციის მთავრობის მეთაურთან, მიხაილ მიშუსტინთან. ამის შესახებ “არმენპრესს” განუცხადეს სრ მთავრობაში, აღნიშნეს რა, რომ თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის, ასევე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დღის წესრიგის საკითხები.

ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა მიხაილ მიშუსტინს სომხეთ-რუსეთის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების რიგ საკითხებზე ოპერატიულად რეაგირებისთვის.

ასევე განიხილეს აგვისტოში ყირგიზეთში დაგეგმილი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთავრობათაშორისი საბჭოს სესიის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button