მთავარიპოლიტიკა

პირდაპირი დიალოგი უთანხმოების გადაჭრის ყველაზე საიმედო გზაა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა. „აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დღეს თბილისში შეხვდნენ და პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს. პირდაპირი დიალოგი არის ყველაზე საიმედო გზა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უთანხმოების მოსაგვარებლად“, – წერს ის.

 16 ივლისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი თბილისში შეხვდნენ, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მასპინძლობდა. შეხვედრაზე არარატ მირზოიანმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი. მხარეებმა განიხილეს ამ კუთხით ადრე აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესი და გაცვალეს მოსაზრებები შემდგომი შესაძლო ნაბიჯების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button