პოლიტიკა

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტში შემოთავაზებულია რუსული ოქროს ექსპორტის ჩართვა

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტი რუსული ოქროს ექსპორტზე გავრცელდება. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შეფჩოვიჩმა განაცხადა, წერს swissinfo.ch. „როგორც კი მივაღწევთ შეთანხმებას წევრი ქვეყნების დონეზე, ჩვენ მას გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა მან პრაღაში ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური შეხვედრის წინ. შეფჩოვიჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირი განიხილავს ოქროს ექსპორტზე სანქციების რეჟიმის დაწესებას.

ნახეთ მეტი
Back to top button