პოლიტიკა
აზერბაიჯანის ევლახის სამხედრო აეროპორტის ფოტო, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება, სინამდვილეში სომხურ თანამგზავრს არ გადაუღია
ინტერნეტში გავრცელდა აზერბაიჯანის ქალაქ ევლახში მდებარე სამხედრო აეროპორტის სატელიტური ფოტოები, რომლებშიც არაერთი ობიექტი ჩანს, სადაც აზერბაიჯანული სათავდასხმო და სადაზვერვო დრონებია განთავსებული. თავდაპირველად, ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა სომხურმა ტელეგრამის არხმა გაავრცელა, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო ობიექტების კოორდინატები. შემდეგ ფოტოები გავრცელდა, როგორც პირველი სომხური თანამგზავრული სურათები. თუმცა, კვლევიდან ირკვევა, რომ ფოტოები გადაღებულია უფრო ადრე, 2022 წლის თებერვალში, სომხური თანამგზავრის ორბიტაზე გაშვებამდე. ისინი რეალურად აღებულია Google Earth-დან. ფოტოს კუთხეში ხედავთ Google Earth ხელსაწყოს, რომელიც საშუალებას გაძლევთ იხილოთ იმავე ტერიტორიის წინა ფოტო.