მთავარიპოლიტიკა

რუსეთს აქვს საკმარისი ძალა და რესურსი, რათა დაიცვას თავისი მოკავშირეები რთულ დროს – ნარიშკინი

რუსეთს აქვს საკმარისი ძალები და რესურსები, რათა დაიცვას მოკავშირეები და მეგობრები რთულ დროს. ამის შესახებ ერევანში მედიასთან საუბარში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.

მან გამოთქვა რწმენა, რომ დსთ-ში ინტეგრაციული პროცესები სტაბილურობის ძლიერი გარანტია. ნარიშკინმა შეახსენა, რომ ამ რეგიონში უკვე ფუნქციონირებს ინტეგრაციის სტრუქტურები: ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია.

„ეს სტრუქტურები შეიქმნა მათში შემავალი ყველა სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით. ინტეგრაციის დაცვის საშუალებები კარგი გარანტიაა სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციას აქვს საკმარისი ძალა და რესურსი, რათა დაიცვას მოკავშირეები და მეგობრები რთულ დროს“, – განაცხადა ნარიშკინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button