მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი მიიღო

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი.

როგორც სომხეთის მთავრობიდან გვაცნობეს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბ-ნი ნარიშკინის ვიზიტი კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა სომხეთ-რუსეთის მოკავშირე ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხების განსახილველად. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი გავიდა და გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევა თანამშრომლობას უფრო ეფექტურს და ძლიერს გახდის.

სერგეი ნარიშკინმა მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და ხაზი გაუსვა  სომხეთსა და რუსეთს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფაქტს, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებას და გაძლიერებას.

ნახეთ მეტი
Back to top button