მთავარიპოლიტიკა

სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონეთში გაემგზავრება

დღეს, 19 ივლისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა, იუწყება სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მირზოიანი  შეხვედრებს გამართავს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან და სხვა მაღალჩინოსნებთან.

ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში განიხილება სომხეთ-პოლონეთის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონული სტაბილურობა.

არარატ მირზოიანი და ზბიგნიევ რაუ შეხვედრის შედეგების საფუძველზე პრესასთან განცხადებებს გააკეთებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button