საზოგადოება
სომხეთში კორონავირუსის წინააღმდეგ 2 მილიონ 222 ათას 607 აცრა განხორციელდა
სომხეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი გრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტრომ განახლებული სტატისტიკა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, 18 ივლისის მდგომარეობით, აცრების საერთო რაოდენობა 2 მილიონ 222 ათას 607-ს შეადგენს, პირველი დოზის მიმღებთა რაოდენობა 1 მილიონ 140 ათას 321-ს, ხოლო აცრილთა საერთო რაოდენობა 1 მილიონ 16 ათას 801-ს აღწევს.