პოლიტიკა

ერდოღანთან შეხვედრაზე პუტინი მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებასაც შეეხო

თეირანში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სხვა საკითხებთან ერთად მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაზეც ისაუბრა. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ კრემლის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ყარაბაღის პრობლემის მოგვარება. ცოტა ხნის წინ კასპიის ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შევხვდი“, – განაცხადა პუტინმა.

მხარეებმა ასევე განიხილეს სირიის პრობლემა, ასევე ორმხრივი მსხვილი პროექტების განხორციელება.

ნახეთ მეტი
Back to top button