საზოგადოება

ზაფხულის სეზონზე ორი ცალკე მატარებელი მუშაობს – “სამხრეთ კავკასიის რკინიგზა”

მგზავრთა გადაყვანის ზაფხულის სეზონის პირველ თვეში, რომელიც 14 ივნისს დაიწყო, კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ საერთაშორისო ტრაფიკში 7007 მგზავრი გადაიყვანა. ეს რიცხვი ორჯერ აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2021 წლის ზაფხულის გადაზიდვების პირველ თვეში საერთაშორისო ტრაფიკში 3218 მგზავრი გადაიყვანა.

ბათუმიდან საერთაშორისო მატარებლის მომსახურებით სულ 3832 მგზავრმა ისარგებლა, თბილისიდან 3175-მა.

სომეხი მოქალაქეებისა და ტურისტების კომფორტისთვის, წელს ზაფხულის სეზონზე ორი ცალკეული მატარებელი მუშაობს: ერევანი-თბილისი-ერევანი – სამგზავრო გადაყვანა კვირაში ხუთი დღე, ხოლო ერევანი-ბათუმი-ერევანი – სამგზავრო გადაყვანა კვირაში ორი დღე.

„სამხრეთ კვკასიის რკინიგზა“ მუდმივად ახორციელებს მგზავრების მოთხოვნილებებისა  და სურვილების იდენტიფიცირების სამუშაოს. მგზავრებს შორის  ტარდება გამოკითხვები, მოქალაქეთაგან მიიღება კომენტარები და წინადადებები კომუნიკაციის სხვადასხვა არხებით, რის შედეგადაც მუდმივად იზრდება მიწოდებული სერვისების ხარისხი.

ზოგადად, 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ მატარებლებით 220,5 ათასი მგზავრიიქნა გადაყვანილი, რაც 22 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ნახეთ მეტი
Back to top button