საზოგადოება

“ოპოზიციის ლიდერებსა და [გოგაშვილს] შორის არსებობდა გარიგება” – კილაძე

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ ოპოზიციის ლიდერებსა და [გოგაშვილს] შორის არსებობდა გარიგება, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ოპოზიციონერები სააკაშვილს არსად არ ახსენებენ და ეთერებიდან სწორედ გოგაშვილის პოლიტპატიმრობაზე ალაპარაკდნენ.

“ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ეთერებში არ ახსენებენ, სტატუსებს არ წერენ და ყოველგვარი ყურადღების მიღმა ჰყავთ დატოვებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მოულოდნელად რომან გოცირიძე, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და რიგითი აქტივისტები სოციალურ ქსელში იწყებენ კამპანიას, რომ გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი, რატომ არის ის პოლიტპატიმარი? რა ნიშნით, რომელი კრიტერიუმით. როდესაც შეხედეს საზოგადოების მძიმე რეაქციას, რადგან საზოგადოებამ ეს არ მიიღო, ჩვენ ყველაფერი ვიცით, რაშიც გოგაშვილი მონაწილეობდა. ამის შემდეგ ისინი ეთერებიდან გაქრნენ, რითი შეიძლება აიხსნას ოპოზიციის ლიდერების ესეთი მხარდაჭერა, თუ არა იმით, რომ არსებობდა წინასწარი გარიგება ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით”, – აცხადებს კილაძე.

ნახეთ მეტი
Back to top button