კულტურა
როზა ლინი მილიონობით ახალ გულშემატკივარს იძენს

როზა ლინის სიმღერის წყალობით, მაისში სომხეთმა ევროვიზიის ფინალში მე-11-დ მიიღო მონაწილეობა. ზაფხულში კი მისი სიმღერა „Snap“ სენსაციურ შედეგებს აფიქსირებს.
როგორც ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, როზამ უამრავი ახალი თაყვანისმცემელი შეიძინა. Team Snap-მა განუცხადა Eurovision.tv-ს, რომ სიმღერამ მოიპოვა 4,2 მილიონი ახალი მსმენელი Spotify-ზე, ამ აუდიტორიის დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის.
Snap-მა მიაღწია წარმატებას TikTok-სა და სოციალურ მედიაში. სიმღერა “Snapping 1, 2 – სად ხარ?” რეფრენს ბევრი იყენებს ქსელში, როგორც მათი ვიდეოების საუნდტრეკი. ჰოლივუდის სუპერვარსკვლავმა რიზ უიზერსპუნმაც კი გამოიყენა ეს ტრეკი, როგორც Instagram Reel-ის ნაწილი.