მთავარიპოლიტიკა

საქართველო შეიძლება იყოს შესაფერისი ადგილი სომხურ-აზერბაიჯანული საკითხების განსახილველად, მაგრამ არასოდეს ვერ  იქნება შუამავალი:გელა ვასაძე

მირზოიან-ბაირამოვის შეხვედრის დასასრულს, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, რაიმე კონკრეტული შეთანხმების შესახებ არ განუცხდებიათ.

ამ თემაზე „არაჯინ ლრატვაკან“-მა რამდენიმე შეკითხვა დაუსვა კავკასიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პოლიტოლოგ გელა ვასაძეს.

როგორც ვასაძემ შენიშნა, რომ საქართველო ამ შემთხვევაში მხოლოდ შეხვედრის ადგილია, მეტი არაფერი. მისი თქმით, საქართველოს ჩართვა ამ ფორმატში გარდაუვალია, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პრობლემები მოგვარდება. სწორედ მაშინ იცხოვრებს რეგიონი სრულფასოვანი ცხოვრებით და მე, როგორც გამოუსწორებელ ოპტიმისტს, მჯერა ამის.

სეეხო  რა  აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას, რომ მათ ჩამოაყალიბეს სამუშაო ჯგუფი სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის მოსამზადებლად,  რამდენად რეალურია ეს მშვიდობა, შესაძლებელია თუ არა ასეთი შეთანხმების გაფორმება, ვასაძემ აღნიშნა, რომ ახლა ეს შესაძლებლობა უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე.

„შუამავლების გარეშე პირდაპირი მოლაპარაკებების ფაქტი დიდ შესაძლებლობებს იძლევა მხარეთა ყველაზე გაბედული ინიციატივებისა და წინადადებებისთვის. ამიტომ, ჩემი აზრით, ახლა ყველაფერი სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა ანალიტიკოსმა.

 კითხვაზე, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს დასავლეთისა და საქართველოს ამ შუამავლობით როლზე, ვასაძემ უპასუხა, რომ

საქართველო არ არის და ვერ იქნება შუამავალი. ის მხოლოდ მოლაპარაკებების ადგილია. „რუსეთი მიჩვეულია კონფლიქტების მენეჯერად ყოფნას. იმედი მაქვს, დროა მან უარი თქვას  ამ როლზე“, – დაასკვნა ანალიტიკოსმა.

ნახეთ მეტი
Back to top button