ირანი ეწინააღმდეგება სომხეთსა და ირანს შორის საზღვრის ჩაკეტვის ნებისმიერ პოლიტიკას, განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე.
სხვა საკითხებთან ერთად, ხამენეიმ და ერდოღანმა განიხილეს აზერბაიჯანის მიერ 2020 წელს გაჩაღებული ომი, რომლის დროსაც თურქეთმა მხარი დაუჭირა ამ უკანასკნელს.
სულიერი ლიდერის ოფიციალური გვერდის ცნობით, მან კონკრეტულად განაცხადა: „ჩვენ კმაყოფილი ვართ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანს დაუბრუნდა. რა თქმა უნდა, თუკი ირანსა და სომხეთს შორის საზღვრის გადაკეტვის პოლიტიკა იქნება, ისლამური რესპუბლიკა ამას დაუპირისპირდება, რადგან ეს საზღვარი ათასობით წლის განმავლობაში საკომუნიკაციო მარშრუტს ემსახურება“.
აიათოლა ალი ხამენეიმ ასევე ურჩია თურქეთის პრეზიდენტს არ დაიწყოს ახალი სამხედრო ოპერაცია სირიაში და აღნიშნა, რომ ეს “ზიანს აყენებს სირიას, თურქეთს და რეგიონს”.