მთავარიპოლიტიკა

ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის მშვიდობიან მომავალს ყველა შესაძლო ვარიანტით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

 შეერთებული შტატები მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში გამართულ შეხვედრას, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა პრესკონფერენციაზე. ამ პროცესში აშშ-ს როლის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას პრაისმა თქვა: „ჩვენ გვაქვს აქტიური როლი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ როგორც ორმხრივ, ასევე თანამოაზრე პარტნიორებთან, მათ შორის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, რათა დავეხმაროთ ქვეყნებს მდგრადი, ყოვლისმომცველი მშვიდობის პოვნაში“. პრაისმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივან ბლინკენს ბოლო კვირებში ჰქონდა კონტაქტები სომხეთსა და აზერბაიჯანში თავის კოლეგებთან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კერნ დონფრიდს ამ უკანასკნელთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა წინა დღეს. „ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ დიალოგი არის საუკეთესო გზა სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის მისაღწევად და ჩვენ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას ყოველმხრივ“, – განაცხადა პრაისმა.

ნახეთ მეტი
Back to top button