კულტურამთავარი

5-10 სექტემბერს სომხეთი უპასპინძლებს მსოფლიოში ცნობილ სამეცნიერო ფესტივალს   „STARMUS VI. 50 წელი მარსზე“

2022 წელი სომხეთისთვის კოსმოსის წელია. 5-10 სექტემბერს სომხეთი უპასპინძლებს მსოფლიოში ცნობილ სამეცნიერო ფესტივალს   „STARMUS VI. 50 წელი მარსზე“, ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სომხეთის ეროვნული ასაბლეის ვიცე-სპიკერი,  ფესტივალის თანათავმჯდომარე ჰაკობ არშაკიანი წერს.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ:

ჩარლი ბოლდენი  – NASA-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ასტრონავტი, მონაწილეობდა ოთხ კოსმოსურ მისიაში;

ჩარლი დიუკი –  ასტრონავტი, როგორც Apollo 16-ის მთვარის მოდულის პილოტი 1972 წელს, ის გახდა მეათე და ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, ვინც ფეხი დაადგა მთვარეზე;

ტონი ფადელი  –  iPod-ისა და iPhone-ის თანაშემქმნელი და Nest Labs-ის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი. ფადელი შეუერთდა Apple-ს 2001 წელს, როგორც უფროსი ვიცე პრეზიდენტი;

ჯიმ ბაგიანი  – ინჟინერი,  NASA-ს სომხური წარმოშობის ასტრონავტი;

 კიპ თორნი  –  2017 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში;

ასევე ათობით სხვა მეცნიერი, ასტროფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატები , კოსმონავტები.

Მუსიკა:

სერჟ ტანკიანი

ტიგრან ჰამასიანი

რიკ უეიკმენი

ანდრეი მაკარევიჩი

დერეკ შერინიანი

პროგრამის გაცნობა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: starmus.com/program.

ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად: https://starmus.com/tickets.

მიჰყევით სიახლეებს: https://www.facebook.com/StarmusArmenia.

ნახეთ მეტი
Back to top button