პოლიტიკა

“დეპოლარიზაციის მიზნით 3 ადამიანი შევიწყალე… გასამდა და დამთავრდა” | ზურაბიშვილი ნიკა გვარამიაზე

,,მთავარი არხი” წერს, რომ “დეპოლარიზაციის მიზნით 3 ადამიანი შევიწყალე… გასამდა და დამთავრდა” – ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველი არხის ეთერში საუბრობს და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დასმულ შეკითხვას სწორედ ასე პასუხობს. 

ის “ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი “უდროო დროს”, მაშინ დანიშნა, როცა “ყველა შუქი” საქართველოსკენ იყო მიმართული. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აკმაყოფილებს თუ არა სამართლებრივ სტანდარტებს ნიკა გვარამიას საქმე, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ის არ არის “სასამართლოზე ზემოთ”, რომ მისი გადაწყვეტილება შეაფასოს. 

არ ვიცი, მე ამას ვერ შევაფასებ. ეს ჩემი შესაფასებელი არ არის. მე არა ვარ სასამართლოზე ზემოთ, რომ ვთქვა, რომ სწორი იყო სასამართლო ან არ იყო, ეს პუნქტი, რომელიც თქვენ ახსენეთ [ევროკავშირის რეკომენდაციებიდან] არის ზოგადი პუნქტი და ალბათ შესასრულებელი. როგორ უნდა შესრულდეს, ამაზე უნდა იმუშაონ.

ძალიან კარგად იცოდნენ იმ დროს როცა დანიშნეს სასამართლო, რომ ეს რეაქციები [უარყოფითი] იქნებოდა. ესეც არის ერთ-ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც გაუგებარია რატომ აკეთებ ამას იმ დროს, როცა იცი, რომ ყველა შუქი შენზე არის. 

მე დეპოლარიზაციის მიზნით ავიღე ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად. სამი ადამიანი შევიწყალე თუ გახსოვთ [გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა]… გასამდა. და დამთავრდა. დეპოლარიზაციის მიზნით იყო, დღეს ამ დეპოლარიზაციაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თვითონ ხელისუფლებამ რომ არ გადადგას უდროული ნაბიჯები. არანაირად არ იყო საჭირო. ყველამ ვიცით და ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

ცნობისთვის, მთავარი არხის გენერალური დირექტორი მიმდინარე წლის 16 მაისს დააკავეს და მას თავისუფლების 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამჟამად მისი საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილება. 

სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას შემდეგი პროცესი 4 ოქტომბერს გაიმართებადაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ორ თვე-ნახევრის შემდეგ პროცესის ჩანიშვნა ვადების დარღვევაა.

ნახეთ მეტი
Back to top button