დიასპორის მთავარი კომისრის აპარატი დიასპორის სომხებისთვის სრ-ის მოქალაქეობის მიღების პროცედურის შეცვლის მომხრე არ არის
დიასპორის მთავარმა კომისარმა ზარეჰ სინანიანმა ისაუბრა სრ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ახალ წინადადებაზე, რომლის მიხედვითაც დიასპორის სომხებისთვის სრ მოქალაქეობის მიღების პროცედურა შეიცვლება. „არმენპრესის“ ინფორმაციით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში ზარეჰ სინანიანმა აღნიშნა, რომ მათი უწყება შემოთავაზებული ცვლილების მომხრე არ არის.
„ეს არ იმოქმედებს რეპატრიაციაზე. ადამიანები, რომლებსაც მიზნად აქვთ სომხეთში გადმოსვლა და ბოლო ორი წლის განმავლობაში სომხეთში 60 დღე არ გაუტარებიათ, მოქალაქეობის მისაღებად განაცხადის შეტანა შეუძლიათ მხოლოდ ქვეყანაში 60 დღის გატარების შემდეგ. სხვა საკითხია, რომ ზოგადად, ეს არ არის პოზიტიური ცვლილება სომხეთ-დიასპორის ურთიერთობების კუთხით. ჩვენი დეპარტამენტი ამ ცვლილების მომხრე არ არის. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ზარეჰ სინანიანმა. ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი წარადგინა სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ერთიან ვებ-გვერდზე, რომელიც სომხეთის მოქალაქეობის არ მქონე სომეხი ეროვნების პირთათვის სომხეთის მოქლაქეობის მიღების სავალდებულო მოთხოვნად ითვალისწინებს სომხეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში მინიმუმ 60 დღის დაწესებას კანონიერი საფუძვლით ცხოვრების ან ყოფნის გარემოებას.