საზოგადოება

თუ ეპიდემიური მდგომარეობა კვლავ გაუარესდება, იქნება შეზღუდვები, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამის საჭიროება არ არის  –  სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი

ბოლო ერთი თვის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა, რაც ძირითადად ევროპის ქვეყნებში მოგზაურობით არის განპირობებული. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა განაცხადა.

„სამინისტრო იყენებს ყველა ზომას ეპიდემიური მდგომარეობის მონიტორინგისა და ჰოსპიტალიზაციის ინდიკატორების დასაცავად. ვინაიდან ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ინფექციების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი, ჩვენ ვაქვეყნებდით ყოველკვირეულ და არა ყოველდღიურ ინფორმაციას. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდა, რაც ძირითადად ევროპის ქვეყნებში მოგზაურობით არის განპირობებული. ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, რომ სომხეთში გარკვეული შეღწევა იქნებოდა. უახლოეს კვირაში გავიგებთ, ჩაქრება თუ არა ეს ტალღა. ყველა შეზღუდვა დაკავშირებულია ეპიდემიურ ვითარებასთან, თუ უცებ ეპიდემიური მდგომარეობა კვლავ გაუარესდება, იქნება შეზღუდვები, მაგრამ ახლა ამის საჭიროება არ არის. ჩვენ უკვე გვაქვს შემუშავებული გზამკვლევი, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ ტალღის  გავრცელების შემთხვევაში“,  – აღნიშნა ავანესიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button