
რუსეთის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ცნობით, გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაიამოვთან. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ეტაპობრივი განვითარება რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის უმაღლეს დონეზე 2022 წლის თებერვალში ხელმოწერილი ალიანსური თანამშრომლობის კონტექსტში. „იყო იდეების დეტალური გაცვლა მთელ რიგ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე. ხაზი გაესვა 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრის და 26 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმებების დებულებების შესაბამისად მუშაობის მკაცრად გაგრძელების აუცილებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში. სხვათა შორის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე იუწყება, რომ მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში სატრანსპორტო და სატრანზიტო საკითხებზე და ხაზი გაუსვეს რუსეთის, აზერბაიჯანის და ირანის ტერიტორიაზე გამავალი “ჩრდილოეთ-სამხრეთის” სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის გაფართოების მნიშვნელობას. ამ დერეფნის შესახებ ირანში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ბაირამოვს გუშინ სატელეფონო საუბარი ჰქონდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან და განიხილა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები.