
გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი სომხეთში ჩავა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის მოახლოებულ ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც გამოქვეყნდა სომხეთის მთავრობის ვებგვერდზე e-gov.am.
როგორც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, დელეგაცია გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით სომხეთში 26-29 ივლისს დაჰყოფს.