საერთაშორისო

“ევროპელების თვალში არაადეკვატურად გამოვიყურებით” – სანდრო რაქვიაშვილი 

“ევროპელების თვალში არაადეკვატურად გამოვიყურებით, რომ ერთ მაგიდასთან დასხდომა და ლაპარაკი არ შეგვიძლია – არ მესმის, გიორგი ვაშაძესა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს ასე მოქცევის სურვილი რატომ აქვთ,” – ეს განცხადება ქართული მედიის თანახმად, პარლამენტში „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა გააკეთა.

რაქვიაშვილი საკანონმდებლო პაკეტების მომზადების ალტერნატიულ პროცესს “იმიტაციას” უწოდებს.

“ოპოზიციური პარტიები კანონების წერაში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუერთდნენ, ოღონდ ეს იგივე ორგანიზაციები “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობენ და მათ სამუშაო ჯგუფებში იღებენ მონაწილეობას. გამოვიდა, რომ გიორგი ვაშაძესა და “ქართულ ოცნებას” შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებენ. არ მგონია ამას რაიმე შინაარსი ჰქონდეს.

ევროპელები პირდაპირ, არაორაზროვნად გვეუბნებიან, რომ ერთად ვიმუშაოთ,” – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციამ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით, მის მიერ ინიცირებული პროცესი დაიწყო, რაც ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების ამოქმედებაში გამოიხატება.

აღნიშნული ჯგუფები ალტერნატიულ საკანონმდებლო პაკეტებს მოამზადებს და ინიცირებისთვის პარლამენტს წარუდგენს.

ნახეთ მეტი
Back to top button