პოლიტიკა

თუ როგორ გაანადგურეს თურქმა ტერორისტებმა  სირიაში ქრისტიანული ეკლესია გახსნის ცერემონიაზე (ექსკლუზიური ვიდეო)

სირიაში მეომარ მხარეთა შერიგების რუსული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ევგენი გერასიმოვმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ დაფინანსებულმა ბოევიკებმა სირიის პროვინცია ჰამაში ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის გახსნის ცერემონიაზე ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს.

„24 ივლისს, ჰამის პროვინციაში, ქალაქ სკალბიაში წმინდა სოფიას ტაძრის გახსნის ცერემონიაზე, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების ბოევიკებმა განახორციელეს ტერორისტული თავდასხმა თვითნაკეთი თვითმფრინავის გამოყენებით“, – ნათქვამია მოხსენებაში.

გერასიმოვის განმარტებით, აფეთქებას ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა. რუსი სამხედროები არ დაშავებულან, დასძინა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button