საზოგადოება

ილია მეორემ აზერბაიჯანის სულიერ წინამძღვართან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კავკასიის მუსლიმთა ოფისის პრეზიდენტი ალაშუკიურ ფაშაზადე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სპეციალური ჯილდოთი, მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა, იუწყება “ნოვოსტი გრუზია”.

ჯილდო გადაეცა “ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში განსაკუთრებული წვლილისთვის”, -იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზია.

საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე დაისვა აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს ეპარქიის გახსნის საკითხი. საუბარი იყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო ნაწილში მდებარე დავით გარეჯის შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის ნაწილზეც.

საპატრიარქო აღნიშნავს, რომ „ორ სულიერ წინამძღოლს ძველი მეგობრობა აკავშირებს“. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში და აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლები.

ნახეთ მეტი
Back to top button