კულტურამთავარი

საფრანგეთში შარლ აზნაურის ძეგლს დადგამენ:  სომხეთი და საფრანგეთი მსოფლიოში ცნობილი შანსონის 100 წლის იუბილისთვის ემზადებიან

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ არტურ მარტიროსიანმა მიიღო ფონდ “აზნაურის” წარმომადგენლები, ფონდის დირექტორის ქრისტინა აზნავურის (სარქისიანი) ხელმძღვანელობით.

„არმენპრესს“ განათლებისა და კულტურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროდან აცნობეს, რომ შეხვედრის მიზანი იყო შარლ აზნაურის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა პროგრამისა (2024) და  თანამშრომლობის გზების განხილვა.

კრისტინა აზნაურის თქმით, ფრანგული მხარე მზადების ეტაპზეა. 2024 წლისთვის საფრანგეთში შარლ აზნაურის ქანდაკება დამონტაჟდება, რომლის პროექტი უკვე მზადაა, იგეგმება მასშტაბური კონცერტის გამართვა, აზნაურის ცხოვრებისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნა. ერევნის მუნიციპალიტეტში აზნაურის ძეგლის გახსნის  საკითხი განიხილება. ფონდ „აზნაურის“ დირექტორმა შესთავაზა საფრანგეთის პარალელურად ჩატარდეს ყველა ღონისძიება, მათ შორის ძეგლის  დადგმაც.

შეხვედრაზე არტურ მარტიროსიანმა აცნობა, რომ სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი, რათა უფრო ეფექტურად მოეწყოს და განხორციელდეს თანამშრომლობა და პროგრამული ინიციატივები.  

ნახეთ მეტი
Back to top button