მთავარიპოლიტიკა

სომხეთს და ირანს არ სჭირდება თურქეთის რჩევა:  ირანელი პარლამენტარი შაჰრიარ ჰეიდარი

ირანის პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ შაჰრიარ ჰეიდარიმ განცხადება გააკეთა სომხეთ-ირანის საზღვართან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანს და სომხეთს არ სჭირდებათ მესამე მხარე, მათ შორის თურქეთის რჩევა.ამის შესახებ “არმენპრესის” ცნობით, ირანული ტელერადიოკომპანია IRIB იუწყება.

შაჰრიარ ჰეიდარმა ეს სიტყვები ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის, თურქეთის პრეზიდენტისადმი მიმართული სიტყვების კონტექსტში თქვა.

„როგორც სულიერმა ლიდერმა განაცხადა, ირანის ისლამური რესპუბლიკა არ დაუშვებს ირანისა და სომხეთის საზღვრის გადაკეტვას“, – აღნიშნა ჰეიდარმა.

მიუთითა რა სომხეთის რესპუბლიკის სტრატეგიულ პოზიციაზე,  ირანელმა პარლამენტარმა განაცხადა, რომ ამან სომხეთს ბევრი პრობლემა შეუქმნა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო აზერბაიჯანთან კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გამო. თუმცა, შაჰრიარ ჰეიდარის თქმით, პრობლემა სერიოზულად და დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს.

„ირანს ყოველთვის სჯეროდა, რომ ორმა ქვეყანამ ეს საკითხი პოლიტიკურად უნდა მოაგვაროს. ზოგიერთ ექსტრარეგიონულ ძალას სურს შექმნას დერეფანი, რომელიც წარიმართება ნახიჯევანისაკენ სომხეთის ტერიტორიით, რითაც ირანი აუტში აღმოჩნდება.  მაგრამ სომხეთი და ირანი ხაზს უსვამენ, რომ რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა უნდა იქნას დაცული. სომხეთთან გვაქვს საერთო 47 კმ-იანი  საზღვარი, რომლის ნაწილი მდინარე არაქსის საზღვარია და არ დავუშვებთ, რომ ამ საზღვრებს რაიმე ზიანი მიადგეს. ირანისა და სომხეთის საზღვარი ყოველთვის უსაფრთხო იყო, ორივე ქვეყანა იბრძვის მისი უსაფრთხოებისთვის და თავიდანაიცილებს უკანონო მოძრაობას და საზღვრის ხელყოფას და ჩვენ არ გვჭირდება ამ საკითხთან დაკავშირებით მესამე მხარის, ამ შემთხვევაში თურქეთის,  რჩევა“,  – განაცხადა შაჰრიარ ჰეიდარმა.

ნახეთ მეტი
Back to top button