პოლიტიკა

სომხეთს ინდოეთიდან დრონების შეძენა სურს: DNA

ინდურ პრესაში საყურადღებო ინფორმაცია გამოქვეყნდა სომხეთ-ინდოეთის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ინდური ონლაინ პერიოდული DNA წერდა, რომ სომხეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს ინდოეთიდან უპილოტო მოწყობილობების და სხვა იარაღის შეძენაზე. ინდური მედიის ცნობით, ივნისში თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გაემგზავრა ინდოეთში და ამ მიზნით ინდოელ პარტნიორებს შეხვდა.

სტატიაში სათაურით “სომხეთი მიმართავს ინდოეთს სამხედრო აღჭურვილობისთვის აზერბაიჯანთან ომის შემდეგ”, ინდურ გაზეთს მოჰყავს ანონიმური ინდოელი ჩინოვნიკის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ სომხური დელეგაცია ინდოეთში იმყოფებოდა იარაღის შესყიდვის სიით. რომელიც ასევე მოიცავდა ინდურ დრონებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთი ინტერესდება ინდური სამხედრო ტექნიკით. 2020 წელი სომხეთმა ხელი მოაწერა 40 მილიონი დოლარის ხელშეკრულებას ინდოეთთან ინდური SWATHI რადარების შეძენის მიზნით“, – წერს გაზეთი.

ნახეთ მეტი
Back to top button