მთავარიპოლიტიკა

არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით პრაღაში გაემგზავრება

26 ივლისს სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში გაემგზავრება. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან იან ლიპავსკისთან და სენატის თავმჯდომარესთან  მილოშ ვისტრჩილთან.

ვიზიტის ფარგლებში განიხილება სომხეთ-ჩეხეთის კავშირების გაფართოების, დემოკრატიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების, ასევე რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები. არარატ მირზოიანისა და იან ლიპავსკის შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრების პრესკონფერენცია მოჰყვება.

ნახეთ მეტი
Back to top button