მთავარიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით  აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ესაუბრა

მხარეებმა განიხილეს სომხეთ-აშშ ორმხრივი დღის წესრიგის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები.

კერძოდ, განხილვის საგანი გახდა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების, მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების, რეგიონული კომუნიკაციების გახსნის, ტყვეების დაბრუნების, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედის გარკვევასთან დაკავშირებული საკითხები.

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამოთქვა მზადყოფნა აშშ-მ, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, მხარი დაუჭიროს ყველა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება სამშვიდობო დღის წესრიგისადმი და ხაზი გაუსვა, რომ სომხური საზოგადოება მხარს უჭერს ამ კურსს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებში მიმდინარე პროცესებზე. სახელმწიფო მდივანი მიესალმა სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის 11 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარს და გამოხატა აშშ-ის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.

სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კმაყოფილება გამოთქვეს სომხეთსა და აშშ-ს შორის მაღალი დონის კონტაქტებით და შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button