საზოგადოება
სომხეთში ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ

სომხეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74 წელია. ამის შესახებ Radar Armenia-მა სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკური კომიტეტისგან შეიტყო. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებისთვის 68 წელია, ხოლო ქალებისთვის 79 წელი.
დსთ-ს ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თურქმენეთშია – 68 წელი, ხოლო ყველაზე მაღალი აზერბაიჯანში – 76. რუსეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 72 წელია.
ევროპის რიგ ქვეყანაში, საფრანგეთში, იტალიაში, შვედეთში და სხვაგან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82 წელია, იაპონიაში კი 84 წელი.