პოლიტიკა

უნგრელები არ არიან შერეული რასა და არ გვინდა გავხდეთ შერეული რასა. ორბანი

უნგრელები არ არიან შერეული რასა და არ გვინდა გავხდეთ შერეული რასა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ამ განცხადებამ ქვეყანაში უკმაყოფილება გამოიწვია.

Daily News Hungary-ის ცნობით, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა მთავრობის ფინანსური შეზღუდვებისგან.

„ჩვენ უნგრელებს არ გვინდა გავხდეთ შერეული რასა. უნგრელებმა შეაჩერეს ოსმალეთის იმპერია ნანდორჰერვარის (1456) და ვენის (1683) კედლებთან. ფრანგებმა 732 წელს პუატიეს ბრძოლაში შეაჩერეს არაბთა შემოსევა… დღეს ისლამური ცივილიზაცია მიემართება ევროპისკენ. თუმცა, მათ აღიარეს, რომ უნგრეთის გავლით მარშრუტი არ იყო შესაფერისი ევროპაში „მათი ხალხის“ გასაგზავნად ნანდორჰეჰერვარის ტრადიციების გამო. ასე რომ, ისინი სამხრეთიდან მოდიან.

მომავალი თაობები მზად უნდა იყვნენ, რათა თავიდან აიცილონ ისლამური ცივილიზაციის ევროპაში გაფართოება არა მხოლოდ სამხრეთიდან, არამედ დასავლეთიდანაც“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button