2022 წელს სომხეთში ხორბლის მოხმარების მოცულობა 377 ათასი ტონა იქნება
მინისტრის მოადგილემ არმან ხოჯოიანმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის კომისიას წარუდგინა სომხეთის რესპუბლიკის მოთხოვნა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ზოგიერთ პროდუქტზე 2022 წლისათვის. სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბჭოს წევრებმა დაამტკიცეს სომხეთის რესპუბლიკის ცალკეული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებისა და მოთხოვნის ინდიკატური ბალანსები. პროგნოზების მიხედვით, 2022წელს სომხეთში ხორბლის მოხმარების მოცულობა 377 ათასი ტონა იქნება. რესპუბლიკის შიდა ბაზარზე სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ამ კულტურების საჭირო მოცულობა წლის ბოლომდე შეივსება რუსეთის ფედერაციიდან 275 ათას ტონამდე მიწოდების გაზრდით. ანალოგიური მდგომარეობაა ქერის და სიმინდის შემთხვევაში, შესაბამისად, 43 ათასი და 60 ათასი ტონა.