მთავარიპოლიტიკა

„ზანგეზურის დერეფნის“ ლოგიკა მიუღებელია, სომხეთი  უარს ამბობს მსგავსი საკითხის განხილვაზე:  აღაჯანიანი

სომხეთმა თავიდანვე უარი თქვა და უარს ამბობს „ზანგეზურის დერეფნის“ საკითხის განხილვაზე, ასეთი ლოგიკა ყოველნაირად მიუღებელია. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, სომხეთის  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ, ედუარდ აღაჯანიანმა აღნიშნა.

სომხეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფნის ლოგიკა არანაირად არ არის მისაღები სომხეთისთვის“, – განაცხადა აღაჯანიანმა.

მან შეახსენა, რომ როდესაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის ბოლო შეხვედრას მოჰყვა ალიევის განცხადება, სადაც მან ახსენა  „ზანგეზურის დერეფანი“ .

„ეს პრაქტიკა ახალი არ არის. აზერბაიჯანი ყოველთვის გამოირჩეოდა მსგავსი პრაქტიკით. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს კონსტრუქციულ დისკუსიას. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი მეზობლები გამოირჩევიან მსგავსი შეუსაბამო  პრაქტიკით. სომხეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეცვლილა. სომხეთი უარს ამბობს ამ საკითხის  განხილვაზე“, – ხაზგასმით აღნიშნა დეპუტატმა.

ნახეთ მეტი
Back to top button