მთავარიპოლიტიკა

მთავარი მიზანია სომხეთში თანამგზავრების წარმოება. მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრი

მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრი რობერტ ხაჩატრიანი „თავისუფლებასთან“ საუბრისას, შეეხო რა თანამგზავრული წარმოების შექმნაზე კითხვას, აღნშნა:

„მთავარი მიზანია, რომ სომხეთში თანამგზავრების წარმოება გვქონდეს, ასეთ ამბიციურ გეგმებს ვაწყობთ და უნდა ვისწრაფოდეთ. ამ ეტაპზე, თუ რამდენს შევძლებთ, აქ რომელი ნაწილის გაკეთებას შევძლებთ, ახლა მიმდინარეობს შეფასების სამუშაოები, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიებთან, ვხედავთ რა შესაძლებლობებია სომხეთში, რომ შევძლოთ ისინი სათანადოდ გამოვიყენოთ“, – აღნიშნა მინისტრმა და განაგრძო: ,,იმიტომ, რომ ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის დროს სომხეთს ჰქონდა ასეთი შესაძლებლობები და ეს შესაძლებლობები, შეიძლება ითქვას, ნაწილობრივ შენარჩუნდა: ჩვენ გვაქვს კარგი იდეები, აგრეთვე კადრების მხრივაც, აქ გვყავს სპეციალისტები, რომელთა ცოდნის გამოიყენებაც ძალიან კარგად შეიძლება”.

მინისტრის თქმით, ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ესპანურ Satlantis-თან, როგორც სომხეთში თანამგზავრების წარმოების მთავარ პარტნიორთან.

შეგახსენებთ, რომ ამ კომპანიასთან თანამშრომლობით სომხეთის მთავრობამ მაისში კოსმოსში თანამგზავრი ArmSat-1 გაუშვა.

ნახეთ მეტი
Back to top button