რა თანხა შემოვიდა სომხეთში 2022 წლის იანვარ-მაისში? ცბ მონაცემები

მიმდინარე წლის მაისში საზღვარგარეთიდან სომხეთში შემოსული თანხა 2,3-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ Factor.am -მა შეიტყო ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების ანალიზიდან.

ამრიგად: მიმდინარე წლის მაისში სრ ფიზიკურ პირებზე საზღვარგარეთიდან 412 მილიონი დოლარი გადაირიცხა, გასული წლის იმავე თვის 174,8 მილიონი დოლარის ნაცვლად. აღსანიშნავია, რომ ეს რეკორდული მაჩვენებელია სომხეთის ისტორიაში. ფულის უმეტესი ნაწილი რუსეთიდან შემოვიდა. რუსეთიდან სომხეთში 266 მილიონი დოლარი გადაირიცხა, გასული წლის იმავე თვის 72 მილიონი დოლარის ნაცვლად.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა გათვლებით, მარტიდან რუსეთ-უკრაინის ომის გამო სომხეთში 60-80 ათასამდე რუსეთის მოქალაქეა ჩასული. რუსეთ-უკრაინის მოვლენების ფონზე, 3 მაისის მდგომარეობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც გახსნეს ანგარიშები სრ კომერციულ ბანკებში, 16 000-ს შეადგენს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა სრ ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ მარტინ გალსტიანმა. ამრიგად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთის ფედერაციიდან სომხეთში გადარიცხული თანხის ასეთი ზრდა განპირობებულია სომხეთში რუსების ნაკადით. გაიზარდა ამერიკიდან სომხეთში გადარიცხული თანხებიც. მიმდინარე წლის მაისში ამერიკიდან სომხეთში 57,5 მილიონი დოლარი გადაირიცხა გასული წლის იმავე თვის 46 მილიონი დოლარის ნაცვლად.
ანგელა პოღოსიანი